ქუთაისის მერია 95 225 ლარის ძელსკამებს შეიძენს
ძელსკამების შეძენა- მონტაჟისათვის ქუთაისის მერიამ 95 225 ლარის ღირებულების სტენდერი გამოაცხადა.
NAT180012100 ტენდერის ფარგლებში 293 ძელსკამის შეძენა იგეგმება. ერთი ძელსკამის შეძენა-მონტაჟისათვის მერიას 325 ლარი აქვს გათვალიწინებილი. მომსახურებაში ძელსკამის ადგილზე ბეტონის სამაგრზე დამონტაჟებაც შედის.
წინადადებების მიღება 12 აგვისტოდან გაგრძელდება და 14 აგვისტოს დასრულდება. შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოები 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, ძელსკამების განაწილებისას მოსახლეობის მოთხოვნას გაითვალისწინებენ.
"ძელსკამები საერთო სივრცეებში განთავსდება, სადაც მოძველებულია, მოხდება მათი ჩანაცვლდება, ასევე მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, შეირჩევა ახალი ადგილები, ამაში ჩაერთვებიან მაჟორიტარებიც. მერის ბრძანებით შედგება ადგილების ნუსხა, სადაც სრულიად უსასყიდლოდ დაიდგმება ძელსკამები, ხოლო თანადაფინანსების პირობებით, 80-მდე ძელსკამი მოსახლეობის დაკვეთით განთავსდება ეზოებში", -განაცხადა ჯონი არაბიძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















