|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციასთან სასამართლო დავაში მეორე ჯერზეც დამარცხდა

ქუთაისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" დავა დასრულდა. ორგანიზაციამ მერიას სასამართლო დავა  მეორედ მოუგო.

მოსამართლის მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ქმედება სრულად ესადაგებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ორგანიზაციის წევრებს კანონი არ დაურღვევიათ.

"ევროპა ჩვენი სახლიას" ინტერესს ადოკატი ედვარდ მარიკაშვილი იცავდა. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაიცვა გამოხატვის თავისუფლება და მერიის მოთხოვნა არასწორად ცნო.

მერიამ "თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისთვის ამჯერად ორგანიზაციას უჩივლა. პირველ ჯერზე კი ორგანიზაციის თავმჯდმარის გია გოქაძის დაჯარიმებას მოითხოვა. პირველი პროცესიც მერიის დამარცხებით დასრულდა. მერია "თეთრ ხიდზე" გამაფრთილებელი სტიკერების დაკვრის გამო ორგანიზაციის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა