"ქუთაისის მერია ჩვენი ჯიბეებიდან მილიონობით ლარის შოვნას აპირებს"
პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია მძღოლებს აქციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "პარკინგ სერვისის" უკანონოდ აჯარიმებს მძღოლებს და ეს უნდა შეჩერდეს.
"ხუთშაბათს 24 მარტს, 11 საათზე მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ავტომობილი გყავთ და თვლით, რომ "პარკინგ სერვისი" უკანონოდ გაჯარიმებთ, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ავტომობილებით დავიძრათ მერიისკენ. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია. ქუთაისის მერია ჩვენი ჯიბეებიდან მილიონობით ლარის შოვნას აპირებს", – აღნიშნა წუაიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპრესი" რამდენიმე მძღოლს გაესაუბრა.
"არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ აქციაზე მისვლას, თუმცა ვემიჯნები ამ უკანონობას. გაუფრთხილებლად უკვე 50 ლარამდე მაქვს გამოწერილი ჯარიმები. საიდან გადავიხადო, პურის ფულს ძლივს ვშოულობ",– აღნიშნა ვასილ ჟღენტმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ლევან სირბილაძეს. მისი თქმით, წესრიგისთვის საჭიროა ჯარიმების დაწესება.
"მოხარული ვარ და მივესალმები წესრიგის დამყარებას ქუთაისში. ახლა ყველა იძულებულია, დაიწვას წესები. ქალაქში ვერ გაივლიდი, ყველა ნაბიჯზე ტაქსის მძღოლების მანქანები იყო. ასევე ტროტუარებზე აპარკინგებდნენ მანქანებს, რაც ბუნებრივია ულამაზო და არაკომფორტულია ჩვენი თანამოქალაქებისთვის. დროა, ქუთაისში დამკვიდრეს ელემენტარული საგზაო მოძრაობის და პარკირების კულტურა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მძღოლმაც და ქვეითად მოსიარულემაც",– აღნიშნა სირბილაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















