|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მუზეუმის ფასადზე 7000 ლარიან ბანერს განათავსებს

ქუთისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს (190009622)  აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, საინფორმაციო ბანერი შენობის წინა ფასადზე განთავსდება. 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მახასიათებლების, შესაბამისი ხარისხის მქონე პოლიმერული ფირით საინფორმაციო ბანერის დამზადება, წინასწარ შემუშავებული და შემსყიდველთან შეთანხმებული დიზაინით.

შენობაზე ბანერი წინა წლებში განთავსდა, თუმცა ის ძლიერმა ქარმა დააზიანა. ამასთან,  აღსანიშნავია, რომ შენობა გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად გაამზადა. შენობის შეძენით ბიზნესმენი თემურ ჭყონია იყო დაინტერესებული.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ბანერი საინფორმაციო ხასიათისაა და მასზე მერის შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ განთავსდება ინფორმაცია. რაც შეეხება შენობას, მერიაში განმარტავენ, რომ შენობა არ გაყიდულა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აქვთ უფლება მასზე ბანერი განათავსონ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა