|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია პენიტენციალურ დაწესებულებებსა და ძალოვან უწყებებს მომსახურეობას უზრდის

ქუთაისის საკრებულომ  დასუფთავების მოსაკრებლის დებულებაში შესული ცვლილება დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილება ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ეხება, რომლის მიხედვითაც პენიტენციალურ დაწესებულებებსა და ძალოვან უწყებებს მერია დასუფთავების რაოდენობას უზრდის.

საკითხი მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსმა არჩილ ტყაბლაძემ წარადგინა. მისი თქმით, ამ დრომე მერიის დასუფთავების სამსახური  ძალოვან უწყებებს თვეში 4–ჯერ ემსახურებოდა, ახლა კი მომსახურების რაოდენობა 12–მდე გაიზარდა. მომსახურეობა შიდა პერიმეტრის დასუფთავებას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი