|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სასტუმროს მომსახურებისათვის 10 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს

 ქუთაისის მერია სასტუმროს მომსახურების შესყიდვის მიზნით 10 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს.   ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT180011239  დღეს გამოცხადდა და  განცხადებების მიღება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.

ტენდერის პირობების მიხედვით,  სასტუმრო მომსახურება 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით   ქალაქის სტუმრებისათვის იგეგმება. 

 მოთხოვნის მიხედვით, სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ I და II ზონაში,  სასტუმრომ უნდა შეძლოს  მომსახურების გაწევა ერთი, ორი, სამი და ოთხადგილიანი ნომრებით მოთხოვნის შესაბამისად. 

 ანალოგიური ტენდერი NAT180009980 მერიამ  გამოაცხადა 08. 07, თუმცა ტენდერი ჩაიშლა. 

 შეგახსენებთ, მიმდინარე წელს მერიას პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების გზით  ჯამში სასტუმროების მომსახურებისათვის 44 800 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მათ შორის 10 ათას ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებბა  შპს "ბაგრატი 1003"-თან  მოხდა.  ხელშეკრულება დადებულია მიმდინარე წლის 09 მარტს. სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებისათვის კი 6 თვის მონაცემებით, 97 800 ლარის ხელშეკრულებაა გაფორმებული. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა