ქუთაისის მერია 800 ბავშვისთვის საახალწლო ნობათებს ყიდულობს
ქუთაისის მერია შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო ნობათებს ყიდულობს.
ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების შესასყიდად ადგილობრივი თვითმმართველობა 6 480 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს 800 ცალი სასაჩუქრე ყუთი, რომელზეც უნდა იყოს წარწერა, - "ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!"
თითო ბავშვის სასაჩუქრე ნობათს დაახლოებით 8 ლარი უწევს.
სასაჩუქრეები გაფორმებული იქნება საახალწლო თემატიკით, ყუთში ნობათთან ერთად ბავშვებს მისალოცი ბარათებიც დაურიგდებათ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
















