|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია წერეთლის ქუჩაზე მივიდა, სადაც გუშინდელმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.
 ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.
ქუჩაზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკაც, რომლის საშუალებით ხდება გაწმენდითი სამუშაოები.

ქუთაისის მერის განცხადებით, პარალელურად აღირიცხება მიყენებული ზიანის ოდენობა და ყველა დაზარალებულს გაეწევა დახმარება.

ქალაქის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შექმნილია შტაბი და მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ.
ბოლო მონაცემებით,  ცხელ ხაზზე 234 ზარია შესული. მოსახლეობას ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდა.

ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს იმ ქუჩების და სანიაღვრე არხების გაწმენდა,  რომელიც გუშინ გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა