|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

''ქუთაისის მერია ''ტორპედოს'' აუქციონზე გატანას აჭიანურებს''

''ქუთაისის მერია ''ტორპედოს'' აუქციოზე გატანას აჭიანურებს''- აცხადებენ ''გირჩის'' ქუთაისის ორგანიზაციაში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, თემურ ცამციშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, მისი  ინფორმაციით, ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ერთი თვის წინ უნდა შეეფასებინა ''ტორპედო'', შეფასებიდან ერთ კვირაში გეგმავდა მერია მის აუქციონზე გატანას.

"ჯერ კიდევ იანვარში მოხდა კლუბის შეფასება 700 ათას ლარად, თუმცა მერიამ მაშინ ვალუტის კურსის გამო გუნდი აუქციონზე არ გაიტანა"-აცხადებს თემურ ცამციშვილი და არ გამორიცხავს, ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენელთა ფინანსურ ინტერესს და კორუფციის ნიშნებს.

"ამბობენ, რომ არსებობს ინვესტორი, რომელიც მზადაა გუნდი შეისყიდოს. ''ტორპედოს'' გასხვისების შემთხვევაში, ქუთაისის მერიას 2 მილიონი ლარი გამოუთავისუფლდება. ამ თანხის მოხმარება კი ქალაქის საჭიროებებისთვის შეიძლება", -აცხადებს თემურ ცამციშვილი.

ორგანიზაციისთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება საკითხით ფეხბურთის ფედერაცია. თემურ ცამციშვილი მიმართავს ადგილიბრივ ხელისუფლებას, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა იგეგმება საფეხბურთი გუნდთან დაკავშირებით.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა