ქუთაისის მერია ვაკანსიებს აცხადებს
ქუთაისის მერია ვაკანსიებს აცხადებს. ვაკანსიები ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა" და ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება"-ში გამოცხადდა.
მერიის აიპებში ვაკანსიები გასული წლის ბოლოს ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაჩნდა. კულტურულ დაწესებულებათა ააიპის ხელმძღვანელის, ელისო ქაროსანიძის განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილმა ვერ გადალახა ბარიერ, რის შედეგადაც 9 ვაკანსია გაჩნდა. 11 ვაკანსიაა ააიპი ,,ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება"-ში .
ქალაქის მერის 12 იანვრის ბრძანებით, ვაკანტურ ადგილებზე ცხადდება კონკურსი, რომელიც მოიცავს 4 ეტაპს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება.
კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების კომისია.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონულად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (kutaisi.gov.ge),
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
16:27
13:32
16:29
















