|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის, სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს. 
 
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს.
 
ქუთაისის მერის ინიცირებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს სხდომაზე მოხდება. ამ საკითხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს. 
 
ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. ​
 
ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 20 000 ლარია.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა