|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „სახლი #1“ის სართულების დემონტაჟის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ქუთაისში შპს „სახლი #1“ის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მერიამ სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. 
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

 ქუთაისის მერიამ თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ზედა ორი სართულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიმდინარე რა,მდენიმე თვის წინ მიიღო.  ზედამხედველობის სამსახურმა იძულებით დემონტაჟის შესახებ დადგენილება 2018 წლის 5 აპრილს გამოსცა, ასევე დადგენილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროში გადაიგზავნა მასალები. 19 აპრილს ეს გადაწყვეტილება შპს „სახლი #1“ის მფლობელებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, შესაბამისად შპს „სახლი #1“ის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახია აცხადებს,  თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ განახორციელებს დემონტაჟს, დაიწყება იძულებით აღსრულება. აღნიშნულზე შედგენილია დემონტაჟის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.  დემონტაჟის ჩატარების თაობაზე გამოცხადებული  ელექტრონული ტენდერი, რამდენჯერმე ჩავარდა. 

მერიის ინფორმაცით, განმეორებითი ტენდერი მოკლე ხანში გამოცხადდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა