|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 1 306 697 ლარის ქონება გაასხვისა

მიმდინარე წელს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში 520 შენობა–ნაგებობა და მიწის ნაკვეთი მოხვდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ  48 ობიექტი გასხვისდა, რომელთა საერთო ღირებულება 699 200 ლარს შეადგენს.  ამას ემატება მიწაზე უფლების აღიარებიდან  30 686 ლარი, სახელმწიფოს მიერ გასხვისებული ქონებიდან მიღებული 283543 ლარი და 2014 წელს გასხვისებული ქონებიდან 2015 წლის იანვარში მიღებული შემოსავალი 293268 ლარი. როგორც მოწოდებული ციფრებით ირკვევა, 2015 წელს რვა თვის მონაცემებით, ბიუჯეტში 1 306 697 ლარი შევიდა.

 საპრივატიაზაციო ობიექტებიდან შემოსულობის სახით ბიუჯეტში 2 800 000 ლარია გათვალისწინებული. ამასთან ერთად, ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე "ნიუპრესთან" საუბარში ორი თვის წინ აცხადებდა, რომ ექვსი თვის მონაცემებით ბიუჯეტში 800 000 ლარი უკვე იყო შესული და წლის ბოლომდე თანხის სრული შევსება მოხდებოდა.

ამ დროის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ  ოთხი თვის განმავლობაში ქონების გასხვისებით ბიუჯეტი 1 493 303 ლარით უნდა შეივსოს.

                                                                                                                        

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა