ქუთაისის მერიამ ფოტოაპარატის შესაძენად 10 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ქუთაისის მერია 10 000 ლარიან ფოტოაპარტს ყიდულობს. მერიამ აპარატის, განათების და ლინზის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, აპარატი ევროკომისიის დაფინანსებული პროექტის „კატასტროფების რისკების მართვა აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ქალაქებში“ ფარგლებში, მიმდინარე აქტივობების მაღალი აუდიო ვიზუალური ხარისხით აღბეჭვდვისათვის ჭირდებათ.
მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული შეფუთვით, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
პროექტის მიზანია, "კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებში" ფარგლებში შემუშავდეს რისკების მართვის სტარტეგიული გეგმა. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ადამიანები სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს გადაამზადებენ.
ქუთაისის მერია 1 040 000 ევროს გრანტებს მიიღებს
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















