|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 310 300 ლარის საწვავი შეიძინა

ქუთაისის მერიამ შპს "რომპეტროლ საქართველოსგან" 310 300 ლარის საწვავი შეიძინა.

შპს "რომპეტროლ საქართველო"  ვალდებულია 2017 წლის 31 დეკემბრამდე ორასი ათასი ლიტრი ბენზინი პრემიუმით უზრუნველყოს ქუთაისის მერიის  თანამშრომლების 101 ავტომობილი, ხოლო ათი ათასი ლიტრის დიზელით ორი - "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილი.

როგორც კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, აღნიშნული თანხა 2017 წლის ბიუჯეტიდან გაიხარჯა.

წინა წელთან შედარებით საწვავის ხარჯი 65 500 ლარით გაიზარდა. ქუთაისის მერიამ 2016  წელს 244 800 ლარის საწვავი შეისყიდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა