|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 79 797 ლარის საჩუქრები შეიძინა

ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში,  სასაჩუქრე ნივთებში 79 979 ლარი გადაიხადა. კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  2016 წლის  1 იანვრიდან დღემდე ადგილობრივმა თვითმმართველობმამ 13 ბიზნეს ობიექტის წარმომადგენელს გადაურიცხა თანხა.

მათ შორის, შპს „ოპტიმას“ 12 200 ლარი, შპს „ლუდის სახლი“ 8 000 ლარი, შპს „დავითი 2010 „- 22 000 ლარი. ხოლო,  შპს “გ.დ-ალკო“, შპს“კოლმენდსა“ და შპს „დაჩის“ ერთად 9 656 ლარი.

ი.მ კონსტანტინე ტოფაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი, ხოლო ი.მ მერაბ ბერაძეს 600. შპს „ზარაფხანას“ -9491 ლარი,  შპს“ფარშევანგს“  500,  ხოლო ი.მ ლევან ლექვიანიძეს, თეიმურაძ ქორიძესა და ნათია ხელაძეს 16 350 ლარი გადაურიცხეს.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა