|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 8 კომპანიას სასამართლოში უჩივლა

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ვალდებულს ხდის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა კომპანიას რეკლამირება ქართულ ენაზე მოახდინოს.

დამრღვევთა გამოვლენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა.  ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ნიუპრესისათვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონის ფარგლებში ხდება კონტროლი და გაფრთხილების მიცემა. ამავე ინფორმაციით, 2014 წლამდე აღნიშნული მიმართულებით ადმინსიტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა არ მიმდინარეობდა.

რაც შეეხება 2014-2016 წლებში შედგენილ ოქმებს, როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთის ოქმი არცერთი კომპანიისთვის შეუდგენიათ.

2017 წელს კი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილია 8 ოქმი. მათივე ინფორმაციით, რვავე საქმე გადაიგზავნა სასამართლოში.

კანონდარმღვევ კომპანიებთა შორის არიან: შპს „აურა“, შპს „შიტრიტ ჯგუფი საქართველოში“, ი.მ „სოფიო ბასილაშვილი“, „შპს „კრომბახერი“, შპს „გლობშოპ-GLOBSHOP“, ინდმეწარმე „მაია აბაზაძე, ინდმეწარმე  “თენგიზ ხუციშვილი“, შპს „GEORGIANEXPRESS“.

კანონის თანახმად, აღნიშნულ მოთხოვნათა დაუმორჩილებლობის პირველ შემთხვევაში, დამრღვევ პირებს გაფრთხილება და ერთთვიანი ვადა მიეცემათ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირები 200 ლარით, იურიდიული პირები კი 300 ლარით დაჯარიმდებიან, ვიდრე არ მოხდება ქართულენოვანი წარწერის დამატება.

 ამ თემაზე:

ბრენდული კომპანიების კანონდარღვევის ფაქტები ქუთაისში [PHOTO]

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა