"ქუთაისის მერიამ ბიზნესი დაგვიყაჩაღა" - აქცია მერიის წინ
"ქუთაისის მერიამ ბიზნესი დაგვიყაჩაღა" - ასეთი შინაარსით პლაკატით ქუთაისის მერიის წინ ცენტრალურ ბულვარში არსებული კაფეს მეპატრონეები მივიდნენ. უფრო ადრე კი მათ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ბამბუკების აქცია გამართეს.
კაფე "სავანეს " მეპატრონეები, რომლებსაც ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა აქვთ, მათ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აპროტესტებენ. მათ შენობაზე, როგორც თავად აცხადებენ, კაფის რეალური მისამართი გააკრეს.
"ეს კაფე არ არის ბულვარის ნაწილი. ის ყოველთვის იყო რუსთაველის 2ა და არა რუსთაველის 2, რაც ცენტრალური ბაღის მისამართია. რადგან მერიას ამის დანახვა არ უნდა, ჩვენ დემონსტრაციულად ვაკრავთ ამ მისამართს ჩვენი კაფის შენობაზე "-ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.
კაფის მეპატრონეებმა ბამბუკები მერიასთანანაც მიიტანეს, ამით ისინი მერიის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც მ "სავანემ" წლების წინ ბამბუკების კონსტრუქცია შეიძინა, რაც მათ იმ მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებას არ აძლევს, რომელზეც კაფე მდებარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















