|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 37 000 ლარიანი ტენდერი ტერიტორიის შესწავლის გარეშე გამოაცხადა

ქუთაისში ყველაზე მაღალი დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებული 37 000 ლარიანი ტენდერი NAT190004381 ჩაიშალა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული  უკვე გამოვლენილი იყო და სამუშაოებიც უნდა დაწყებულიყო.

როგორც გამარჯვებული შპს "ლიზის" წარმომადგენელი მიხეილ ცოტნიაშვილი "ნიუპრესთან“ განმარტავს, მერიამ ტენდერი სამუშაოების დაწყების წინ ჩაშალა.

"დიახ, ჩვენ გავიმარჯვეთ და სამუშაოები უნდა დაგვეწყო, მაგრამ მერიამ ტენდერი ჩაშალა. გვითხრეს, რომ ადგილზე წყლის კოლექტორი და ელექტროენერგიის მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის, ამიტომ შეჩერდა ტენდერი", -განაცხადა მიხეილ ცოტნიაშვილმა. 

 ტენდერის ჩაშლის იმავე მიზეზს ასახელებენ ქუთაისის მერიაში, თუმცა რატომ არ მოხდა მინისქვეშა კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის  წინასწარ გათვალისწინება, ამაზე დუმილს ამჯობინებენ. 

"ვიცე-მერის იუზა უგულავას ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩნდა წყლის მთავარი კოლექტორი, ამიტომ შეჩერდა ტენდერი. აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი კვლავ გამოაცხადდება, თუმცა ჯერ არა, რადგან მიმდინარეობს მიწის სინჯების შესწავლა.  თუ მოვიდა პასუხი, რომ შესაძლებელია ადგილზე მოწყობა, ახლო მანძილზე დავამონტაჟებთ, თუ არა და დროშის დგარი ნიკეაზე სხვა ადგილზე განთავსდება", - განაცხადეს მერიის პრესსამსახურში. 

ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერი მერიამ სამჯერ გამოაცხადა. აქედან,  ორჯერ ნიკეას ქუჩაზე. პირველ ჯერზე ტენდერი საზოგადოების უკმაყოფილების გამო შეჩერდა. მეორედ გამოცხადებული ტენდერით, დროშის დგარი  ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ უნდა დამონტაჟებულიყო. მესამედ მერიამ კვლავ ნიკეას ქუჩა  #70 ბინის წინ არსებული ტერიტორია შეარჩია. მიუხედავად სამჯერ გამოცხადებული ტენდერისა, აღმოჩნდა, რომ მერიამ ტერიტორია არ შეისწავლა და სამუშაოებზე პროექტი ზედაპირულად მოამზადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკეას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ორი წლის წინ მოეწყო. მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაცია. დაინტერესების შემთხვევაში, გზაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მიღება რთული არ იქნებოდა.

მერიას სატენდერო პირობების არასწორად შედგენის გამო ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია. ოპონენტების მტკიცებით, მერია პროექტებს არასაკმარისად სწავლობს, რაც მათი ჩაშლის მიზეზი ხშირად ხდება.

შეგახსენებთ,  47 მეტრი სიმაღლის დგარი ქალაქს დეველოპერულმა კომპანიამ „სითი ქონსთრაქშენი“ საჩუქრად გადასცა. 

 

 

ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად ინტერესი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა

ქუთაისში 46,5 მეტრის სიმაღლის დროშის დგარი განთავსდება

დროშის დგარის მოწყობისათვის 65 651 ლარად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

"65 ათას ლარს იხდიან დროშის აღსამართად და ამ დროს ქალაქში არაფერი ხდება"

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა