ქუთაისის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე 28 275 ლარის ქონება გაიტანა
ქუთაისის მერია 28 275 ლარის ქონებას ყიდის.
მერიას ელექტრონულ აუქციონზე არასასოფლო დანიშნულების ექვსი ობიექტი აქვს გატანილი.
მიმდინარე წელს ქუთაისის თვითმართველობას პროვატიზებიდან 3 500 000 ლარის მიღება აქვს დაგეგმილი. ცხრა თვის მონაცემებით კი დაახლოებით 1 500 000 ლარის ქონებაა გაყიდული. ეს მაჩვენებელი დაგეგმილი თანხის მხოლოდ 43%-ია. წლის ბოლომდე მერიამ 2 მილიონის ქონება უნდა გაყიდოს.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე პრივატიზების გეგმა გასულ წლის მსგავსად შესრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
















