|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ გიორგი გაბუნიას ათასამდე კვ მეტრი ფართობი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6300 ლარად გადასცა

ქუთაისის მერიამ გიორგი გაბუნიას ლოიალობისათვის ათასამდე კვ მეტრი ფართობი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6300 ლარად გადასცა - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
 
გიგა შუშანიას თქმით, იჯარა გაბუნიას სახელზე გაფორმებული არ არის, თუმცა დოკუმენტაციის შემომტანი თავად არის.
 
"ერთი წლის წინ ჯერ 500 კვადრატული გადაეცა იუმორისტს. მას ვალდებულება ჰქონდა აღებული ფართობზე სპორტული მოედანი აეშენებინა, რაც არ შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ შეუსრულებელი ვალდებულებისთვის პასუხი მოეთხოვათ დამატებით 500 კვადრატული ფართობის გადაცემას აპირებენ. ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი"-აცხადებს გიგა შუშანია.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა