ქუთაისის მერიამ „მედიქალსიტის“ ტერიტორია პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა
მულტიპროფილურ ჰოსპიტალს „მედიქალსიტი და ინფექსიურ დაავადებათა მართვის ცენტრს" მერიამ პირდაპირი განკარგვის წესით ტერიტორია გადასცა. მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლიანი ვადით კლინიკისათის პარკირების ადგილი მოეწყობა. საკრებულომ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი, წინააღმდეგობა მხოლოდ დეპუტატმა ნატო ქათამაძემ დააფიქსირა. ქათამაძის განცხადებით, „მედიქალსიტი“ უკანონოდ გასხვისდა და და მისთვის ტერიტორიის გადაცემა მორიგი უკანონობა იქნება.
„ვერ დავუჭერ მხარს უკანონობას“-განაცხადა ქათამაძემ და წლების წინ გასხვისებული შენობის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
ქათამაძის განცხადება არაკომპეტენტურ განცხადებად შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით დვალის განცხადებით, „მედიქალ სიტი“ წლების წინ სახელმწიფოსგან გასხვისდა და მის კანონიერებას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ შეისწავლის.
საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს „ნაციონალმა" დეპუტატმა. ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესის განვითარება არის მნიშვნელოვანი და მას სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს. მისივე განცხადებით, ამიტომ არ დაუჭირა მხარი თავის დროზე გასხვისებული ობიექტების შემსწავლელი დროებითი ჯგუფის შექმნას, რადგან ტერიტორიები სწორედ მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით სხვისდებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















