|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "ნაციონალებს" სასამართლოში უჩივლა

ქუთაისის მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლა. როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს, საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციის მიერ აივანზე პლაკატების გამოფენას. 

როგორც მერიის ზედამხედველობის საქმეთა სამასახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი აცხადებს, მერიამ ორგანიზაციას სიტყვიერი გაფრთხილებით დღეს დილით მიმართა და პლაკატების ჩამოხსნა მოითხოვა, რადგან შენობა ისტორიულ უბანში მდებარეობს და თავადაც ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.  ვინაიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოთხოვნა არ გაითვალისწინა, მერიამ სასამართლოს მიმართა.  სანქცია 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით,  ორგანიზაციის წევრებმა  მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივნის, კოტე რატიანის განცხადებით, ის გარდაბანში იმყოფება  და იქ არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება,  შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას მერიის ბრალდების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ თვითთმართველობას შეუძლია იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

"არა გაზპრომს",  "არა რუსი ოლიგარქის ოცნებას", - ამ შინაარსის პლაკატები ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  ოფისზე რამდენიმე დღის წინ გამოფინეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი