|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, საჯარო უწყებების, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გამორჩეული საჯარო მოხელეები, ასევე, სახელმწიფო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეები.
ქუთაისის მერიამ ჯილდოები გადასცა:
ნომინაციაში „მემატიანე საჯარო მოხელე“ - დარეჯან ნიკოლაძეს;
ნომინაციაში „ღვაწლმოსილი საჯარო მოხელე“ - თამაზ პეტრუსოვს ;
ნომინაციაში „ქალაქის სპორტის ხმა“ - ზურაბ ისაკაძეს;
ნომინაციაში „ ქალაქის მწვანე მომავლის მცველი“ - რამაზ კილაძეს.
ნომინაციაში " ახალგაზრდა საჯარო მოხელე" - ვახტანგ აბაშიშვილს.
ღონისძიებაზე მოეწყო ქუთაისის თვითმმართველობის 150 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა.
საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა