"გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე სიმართლეს არ შეესაბამება"
გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს ქუთაისის მერია.
"პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ, ქუთაისის მერიას, მიმდინარე წლის 11 ივნისს მიმართა, რომ ქალაქის მერიას მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა მივლინებებში 2014 წელს. გიორგი წულაიამ ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს. რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა"- ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერს დღეს "სახელოვანი მოგზაურის" ვარსკვლავი გაუხსნა და განაცხადა, რომ მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, მერიამ წელს მივლინებებში 155 ათასი ლარი დახარჯა.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















