|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებისათვის მიღება გამართა

ქუთაისის მერიის ორგანიზებით დღეს ქუთაისში ჟურნალისტებისათვის მიღება გაიმართა. ოპერის თეატრის ფოიეში სხვადასხვა თაობის ჟურნალისტებს უმასპინძლეს და  პროფესიული დღე  მიულოცეს.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ჟურნალისტებს საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიული წინსვლა უსურვა.

ასევე მოხდა ფილმის ჩვენება, რომელიც გარდაცვლილი ჟურნალისტების ხსოვნას მიეძღვნა.

"ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს ადმიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს ჟურნალისტიკაში"–განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ღონისძიება ფურშეტით დასრულდა.    

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.            

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი