ქუთაისის მერიამ ჟურნალისტის ქმედების გამო სამართალდამცავებს მიმართა
ქუთაისში 8 მარტს დაგეგმილი კონცერტი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ჟურნალისტმა ლევან ქემოკლიძემ მერიას ბილეთისათვის მიმართა, თუმცა როგორც ქემოკლიძე აცხადებს, მერიის კულტურის სამსახურში მას განუცხადეს, რომ თავისუფალი ბილეთები აღარ ჰქონდათ და დარჩენილი მოსაწვევები 8 მარტის დღესასწაულის გამო მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ქალბატონებისათვის ჰქონდათ განკუთვნილი. რის შემდეგაც ქემოკლიძემ 16 ბილეთი აიღო და შენობა დატოვა. თვითნებურად წაღებული ბილეთების გამო კი მერიამ სამართალდამცავებს მიმართა და ჟურნალისტი ბილეთების გატაცებაში დაადანაშაულა.
საქმეს ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილება სწავლობს, ჟურნალისტი დაკითხვაზე 20:00 საათზეა დაბარებული.
ლევან ქემოკლიძის განცხადებით, ხალხის ფულით შევსებული ბიჯეტიდან დაფინასებული კონცერტის ბილეთები ბაზრის თანამშრომელებს დაურიგა. მან ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ატვირთა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განცხადებით, ქემოკლიძეს განუმარტეს, რომ ბილეთები მრავალშვილიანი დედებისათვის და სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის იყო განკუთცვილი. მიუხედავად ამისა მან ბილეთები დაუკითხავად აიღო, რის გამოც სამართალდამცავ უწყებას მიმართეს და რა და როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.
8 მარტს, მესხიშვილის თეატრში მერიის დაფინანსებით ნატო მეტონიძის კონცერტი იმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















