ქუთაისის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნება
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში ახალი განყოფილება შეიქმნა. ეს არის საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება.
განყოფილების საშტატო რაოდენობა 6 თანამშრომლით განისაზღვრა.
მერის განცხადებით, ახალი განყოფილება იქმნება, თუმცა მერიაში შტატის დამატება არ ხდება. "საბინაო სამსახურიდან გადმოდის რამდენიმე თანამშრომელი, ამით კანონის მოთხოვნასაც შევასრულებთ სამსახურის შექმნის შესახებ და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობასაც არ გავზრდით", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, მერიის საბინაო სამსახურში იყო რამდენიმე ვაკანტური შტატი, რომლის გაუქმებაც მოხდა.
ახალი სამსახური შრომის უსაფრთოების კანონის მოთხოვნით შეიქმნა. კანონის შესაბამისად, გაყოფილების თანამშრომლების გადამზადება მოხდება. განყოფილება მიოემსახურება როგორც მერიას ასებვე ქალაქის საკრებულოს.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















