|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში დღეს განათება გაითიშება

აქციას  "დედამიწის საათი" საქართველოშიც აღინიშნება. ეს არის გლობალური მასშტაბის აქცია, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მსოფლიო ლიდერების მიერ სათბური აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა.

აქციას ქუთაისიც შეუერთდება. დღეს ერთი საათით გამოირთვება განათება ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაშიც. ამის შესახებ  ნიუპრესს ინფორმაცია ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

"დედამიწის საათის" დროს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე.   საქართველო წელს მერვედ უერთდება ამ კამპანიას. 

 დღეს, 20:30 საათზე, გარე განათება საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე,  სამთავრობო შენობებსა და  ისტორიული ნაგებობების ფასადებზე გამოირთვება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი