|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ სახელფასო დანამატის სახით მაისში 14 131 ლარი გასცა

ქუთაისის მერიამ  მაისში, სახელფასო დანამატის სახით 14 131 ლარი გასცა.  დანამატი 425 ლარის სახით,  საჯარო მოხელეთაგან მხოლოდ სამხედრო სამსახურის უფროსმა ვალერი ყენიამ მიიღო. 12 956 ლარი გაიცა სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლებზე, 750 ლარი შტატგარეშე თანამშრომლებმა მიიღეს. 

გამოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად, მერიამ არ გვიპასუხა დანამატების გაცემის მიზნობრიობაზე, თუ რატომ აიღეს აღნიშნულმა თანამშრომლებმა თანხა.  

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი მერის პირობებში, შვიდი თვის განმავლობაში,  ქუთაისში პრემია-დანამატი სამჯერ გაიცა, რაც 92 218 ლარს შეადგენს.

პირველად ახალი წლის დღესასწაულზე 54 937 ლარი გაიცა. სახელფასო დანამატის სახით 23 150 ლარი გაიცა აპრილში.

 

ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა

 

ქუთაისის მერიამ ორ თვეში 23 ათას ლარზე მეტი სახელფასო დანამატი გასცა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი