|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში საჯარო ინფორმაციის დამალვის ბრალდებას უარყოფენ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ბრალდებას მერიაში პასუხობენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, სიჩქარის შემზღუდველი კუნძულების პროექტში იყო უზუსტობა, რის გამოც ხდებოდა ავარიები, მათ გაითვალისწინეს ეს შენიშვნები და კუნძულების მდებარეობა შეცვალეს. რაც შეეხება ხარჯებს, ბასილაძის განცხადებით, თანხების დამატებით გადახდა არ მომხდარა და სამუშაოები იმავე კომპანიამ შეასრულა. „ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ციხესთან არსებულ მოედანზე მოძრაობის რეგულირების კუნძულის მოწყობაზე დაიხარჯა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული კუნძული თავისივე ხარჯებით აღადგინა შემსრულებელმა ორგანიზაცია შპს „ზაზომ“.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი  საჯარო ინფორმაციის დამალვის ბრალდებასაც პასუხობს. მისი განცხადებით, მერიამ გოგი წულაიას საპასუხო წერილი 2 ოქტომბერს გაუგზავნა და რატომ არ აქვს მას ეს პასუხი, ამის დადგენა მისი პრეროგატივა არა არის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა