|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან აქციას ჭოგნარის მოსახლეობა მართავს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის სოფლის ტერიტორიაზე გადატანას აპროტესტებს. ადგილობრივები დღეს ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. ადგილობრივი გიორგი ბერეკაშვილის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორია მოსახლობასთან 100 მეტრის რადიუსით არის დაშორებული, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

"მოვითხოვთ გადაიტანონ ნაგავსაყრელი, რადგან ამით  საფრთხე გვექმნება. 100 მეტრით ჩვენგან არის დაშორებული. შეიძლება სხვა ადგილი შეირჩეს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციებს გავაგრძელებთ", –აცხადებს გიორგი ბერეკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჭოგნარში ნაგავსაყრელის ტერიტორიად ყოფილი სატანკო პოლიგონი შეირჩა, სადაც განაღმვითი სამუშაოები უკვე დასრულდა. ნაგავსაყრელი იმერეთს, რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთს მოემსახურება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი