|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპების კონკურსში ბარიერი 59-მა ადამიანმა გადალახა

ქუთაისის მერიის ააიპებში გამოცხადებული კონკურსის   მეორე ეტაპი დასრულდა. ჯამში კონკურსში მონაწილეობისთვის 546 აპლიკაცია იყო შესული, აქედან  224 კონკურსანტი იბრძოდა. პირველ ეტაპზე 116 კონკურსანტი შეირჩა, 5-მა კონკურსანტმა სარჩელით საპრეტენზიო კომისიას მიმართა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კონკურსის დღეს  მხოლოდ 104 კონკურსანტი გამოცხადდა. 65 %-იანი ბარიერი კი 59-მა ადამიანმა გადალახა და მესამე ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, მესამე ეტაპი გასაუბრება 6–7 თებერვალს ჩატარდება. მერიის სპორტისა და კულტურის ააიპებში ვაკანსია 21 ადგილზეა გამოცხადებული. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი