|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპებში რეორგანიზაციის პროცესი გაგრძელდება

ქუთაისის მერიის ააიპი ბოტანიკური ბაღის  თანამშრომლებმა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება  ერთი თვის წინ მიიღეს. იგეგმება თუ არა რეორგანიზაცია, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს  ააიპის დირექტორი.   

თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, მან არ იცის,  ვინ შეიძლება მოხდეს  შემცირებაში.

 „ამას მე ვერ გადავწყვეტ, გადაწყვეტილებას მიიღებს ქუთაისის მერია“ ,-აცხადებს ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, ყველა თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, ხოლო, თუ ვისთან გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, ეს ხვალ გახდება ცნობილი.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ააიპებში რეორგანიზაციის პროცესი კარგა ხანია, მიმდინარეობს. თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი უკვე ჩატარდა სპორტულ, კულტულ დაწესებულებათა,  ბაგა-ბაღების გაერთანებასა და საჯარო ბიბლიოთეკაში. ამდენად, მოსალოდნელია კონკურსების ჩატარება სხვა ააიპებში.

ქუთაისის მერია 20-მდე ააიპს ფლობს. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით, რომლის გადაწყვეტილება 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას მიიღეს, დაგეგმილია კადრების შემცირება.  როგორც ქალაქის მერი აცხადებდა, შემცირება  ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხარჯზე მოხდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა