|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპებში საკადრო ცვლილებები იწყება?

ქუთაისის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებები მერიის ააიპებში გრძელდება. პირველი ცვლილება მერიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან ააიპს შეეხო. 

თანამდებობას ტოვებს ააიპი "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი გელა გაგუა. "ნიუპრესის" ინფორმაციით, მის ადგილს ზვიად მანდარია დაიჭერს. 

ახალ ხელმძღვანელს ააიპს ორშაბათს წარუდგენენ. 

გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვლილებები მერიის სხვა ააიპებში, ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ამ დროისათვის განცხადებას არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის პოასტზე გიორგი ჭიღვარიას მოსვლის შემდეგ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს სამსახურის უფროსებმა. მერმა 5 სამსახურის უფროსის განცხადება დააკმაყოფილა, 4 სამსახურის უფროსი კი ამ დრომდე თანამდებობას ინარჩუნებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა