|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპი 142 000 ლარის საბურავს ყიდულობს

ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისები“  დიდი ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავებს ყიდულობს. ააიპმა 142 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საბურავების მოწოდება ეტაპობრივად შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის მიხედვით მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში. მომსახურება უნდა მოხდეს  ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე სერვის ცენტრში.

მიმწოდებელმა, ჯამში, 324 საბურავის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა