|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლაშა ციბაძე გაათავისუფლეს. მიზეზად ქრთამის აღების მცდელობა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველის აყვანის სანაცვლოდ მოქალაქეს 20 ლარს სთხოვდა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი, საკუთარი უფლებამოსილების შესრულების სანაცვლოდ ქრთამს ითხოვს. თავშესაფარი ააიპ "სპეციალური სერვისის" დაქვემდებარებაშია. 

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა ციბაძე  სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაუშვეს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა