|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ქუთაისის მერიის ააიპმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ააიპი "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელობამ ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კიკვაძის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ირაკლი კიკვაძის განცხადებით, ააიპის ხელმძღვანელობას გასაჩივრება არ უნდოდა და ის მერმა დაავალა. 

"ააიპმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. საქმე ჯერ წარმოებაში არაა მიღებული.  სასამართლო დიდი ალბათობით იგივე შედგებით დასრულდება. მერიაში  უპასუხისმგებლოდ იქცევიან,  ბიუჯეტის გადასახდელია ბაჟის ხარჯები, თუმცა ამას არ უფრთხილდებიან. მე როგორც მაქვს ინფორმაცია,  გასაჩივრების სურვილი არ ქონდა ააიპის ხელმძღვანელს, მაგრამ ჭიღვარიას ბრძანებით გაასაჩივრეს და არა მარტო იურისტს დაევლა, არამედ ვიცე მერებიც ჩართო, რომ  შედეგი ამოქაჩულიყო, მაგრამ სამართლებირვად ამის შანსი არ აქვთ", -განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ადვოკატი ნატო გოგიაშვილი დაიცავს. 

ააიპის ხელმძღვანელის კობა ფხაკაძის განცხადებით, არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით გაასაჩივრა. 

"ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ირაკლი კიკვაძესთან დაკავშირებით, რაც ჩემს მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასმართლოში. ვინაიდან ვთვლით, რომ მისი გათავისუფლება მოხდა კანონის დაცვის სრული წესით. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, რადგან მისი და ნათია კიკვაძე ისევ მუშაობს სპორტულ დაწესებულებაში. ასევე დიდი აბსურდია ის, რომ მერის დავალებით გავასაჩივრე გადაწყვეტილება. კიკვაძემ კიდევ ერთხელ იცრუა, ამას ადასტურებს ისიც, რომ ის საუბრობს არგუმენტების გარეშე, ზედაპირულად, რაც არასერიოზულია. ირაკლი კიკვაძის გათავისუფლების და სააპელაციოში გასაჩივრების გადაწყვეტილებაც პირადად ჩემს მიერ იქნა მიღებული", -აცხადებს კობა ფხაკაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერიის სპორტულ ააიპს სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლო დავა მოუგო. 

 

ქუთაისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერიის სპორტულ ააიპს სასამართლო დავა მოუგო

ირაკლი კიკვაძისა და მერიის ააიპის დავაზე გადაწყვეტილება 8 ივნისს გამოცხადდება

"მოვიდნენ აგრესიული ქოცები და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა"- ირაკლი კიკვაძე

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა