ზვიად ჯავახია ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ცილისწამებისა და პატივის შელახვის გამო ჩივილს აპირებს. ჯავახია უარყოფს მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, მასსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.
ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს:
"დღეს დილით გავრცელდა „მორიგი სკანდალური“ მასალა, რომელიც მიმართულია ჩემი, როგორც საჯარო მოხელის ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე. ვაცხადებ საჯაროდ, მასალაში მოყვანილი ფაქტები არის არასწორი, არ შეესაბამება სიმართლეს და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით აუცილებლად დავიცავ როგორც ჩემს, ასევე იმ დაწესებულების ინტერესებსა და უფლებებს, რომლის დისკრიმინაციასაც უკვე მერამდენედ ცდილობენ“, -წერს ზვიად ჯავახია.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტოს kutaisitoday ინფორმაციით, ორშაბათს, საღამოს, კაფე ‘“ბლუზში“ რამდენიმე ახალგაზრდა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ფიზიკურად გაუსწორდა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს. დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ აღნიშნულ კაფეში, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















