|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის აიპებში 20 ვაკანტურ ადგილზე 546 განაცხადი შევიდა

 ქუთაისის მერიის აიპებში ატესტაციის პროცესი გრძელდება. ააიპ სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებებში გაჩენილ ვაკანსიებზე გამოცხადებული კონკურსის II ტური 31 იანვარს, დღის 11 სთ-ზე ჩატარდება.   

 არსებული ინფორმაცით, ვაკანტურ ადგილებზე  546 განაცხადი შევიდა.  აქედან საბუთების შერჩევის პროცესი მხოლოდ 155  კონკურსანტმა გაიარა. შესაბამისად,  სპორტულ გაერთიანებაში არსებულ 11 ვაკანსიაზე მეორე ეტაპზე 79 კონკურსანტი გადავიდა.  კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 9 ვაკანსიაზე კი 76 კონკურსანტი გააგრძელებს ბრძოლას. 

ტესტირების პროცესი წერეთლის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში გაიმართება. კომისიის თავმჯდომარე ქუთაისის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძეა. 

რაც შეეხება გასაუბრებას, თარიღი 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე