|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოციალურ საცხოვრისში ჭერი სათავსო ოთახში ჩამოინგრა"-ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სოციალურ საცხოვრისში ჭერის ღამის 12 საათზე ე.წ სათავსო ოთახში ჩამოინგრა. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის ინფორმაციით, ოთახი საცხოვრებლად არ გამოიყენება. მისივე თქმით, მოხდა ფაქტის დასურათება და ნარჩენების გატანა. 

"გიდასტურებთ, ნამდვილად ჩამოინგრა ჭერი, მაგრამ ჩამონგრევა დერეფანში არ მომხდარა. ეს ოთახი იზოლირებულია და ბავშვები არ თამაშობენ. ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურისა და ა(ა)იპ სპეც სერვისების წარმომადგენლები. ტერიტორია ჩამონგრეული სამშენებლო მასალებისგან გასუფთავდა. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ საცხოვრებელთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჭერის ჩამონგრევის დროს ადგილზე არცერთი მოსახლე არ იმყოფებოდა. მოხდა ფაქტის დასურათება და ნარჩენების გატანა"-განაცხადა ჯონი არაბიძემ.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა შედეგი დაიდო წინა შემთხვევის ფაქტზე, პასუხობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დასრულებას ელოდებიან. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა