ქუთაისის მერის მოადგილემ გიორგი იობაშვილმა თანამდებობა დატოვა
ქუთაისის მერის მოადგილის გიორგი იობაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ადასტურებენ. მერის მოადგილემ, თანამდებობა უკვე დატოვა.
როგორც მერიაში განაცხადეს, ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
უწყების განცხადებით, იობაშვილი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ქალაქისა და საზოგადოების წინაშე.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი იობაშვილს.
ვრცელდება ინფორმაცია ასევე იმერეთის ვიცე გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















