|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიის შენობას ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერიის შენობა სხვისდება. საინფორმაციო სააგენტოს "ნიუსპოსტის" ინფორმაციით, მერიის შენობით დაინტერესებულია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შენობის  დანგრევას და იმ ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს. მათივე ინფორმაციით,  სურვილის ასრულებას სახელმწიფო უწყებები უკვე შეუდგნენ.

თვითმმართველობა კი აუდიტის სამსახურის შენობაში განთავსდება. ქუთაისის მერიის ამჟამინდფელი შენობა კი სავარაუდოდ ფორმალურად აუქციონზე გაიყიდება.

"ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად თვალი ქუთაისში, შ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მერიის შენობას დაადგა. როგორც "ნიუპოსტს" ინფორმირებული წყარო უყვება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი შენობის დანგრევას და იმ ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს"-წერს სააგენტო. 

თბილისში გადასვლას არ ადასტურებენ აუდიტის სამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ განიხილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სამსახურის თბილისში გადმოტანის საკითხი. ხარჯების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ასე უფრო მოსახერხებელია აღმოსავლეთ საქართველოს მოცვა აუდიტორების მიერ. ქუთაისში რჩება დასავლეთ საქართველოს სამსახური, რომელიც მოიცავს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს. 

 ქუთაისის მერიის შენობის გასხვისებაზე ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. ამავე ინფორმაციით, ადგილზე სასტუმრო აშენდებოდა. 

რაც შეეხება მერიას, წლების წინ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმმართველობისთვის მთავრობის ყოფილი შენობა მზადდებოდა. შენობა, რომელიც პარლამენტთან ერთად აშენდა, მიტოვებული და დაზიანებულია. 

მერიის სხვა შენობაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა