|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ოპოზიცია განმარტებას ითხოვს

ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებას გაერთიანებული ოპოზიცია ეხმიანება. "ძალა ერთობაშიას" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია უნდა ქონდეს და თუ მერიის შენობა რეალურად სხვისდება, ამის შესახებ მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს.

გაერთიანებამ დღეს მერიას განცხადებით მიმართა.

"ბოლო დროს ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე. სახელდება რამდენიმე ლოკაცია, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის განთავსება იგეგმება. საზოგადოებისათვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე არ არსებობს ოფიციალური ვერსია, რაც ვფიქრობთ, მინიმუმ მოსახლეობის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ჩვენი, ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების მოთხოვნაა, მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გაყიდვა, რა ფასით და რა საინვესტიციო პირობით იქნება წარმოდეგენილი აუქციონზე ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნაწილი? ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს ყველა დეტალი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ლოკაციის ცვლილებასა და აღნიშნული შენობის მომავალს უკავშირდება"-განაცხადა გია თევდორაძემ.

მისი განცხადებით, ქუთაისის თვითმმართველობის შენობის ღირებულება აუდიტის დასკვნის თანახმად, 22 მილიონ ლარს შეადგენს.  

ქუთაისის მერიაში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან და საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, მოსახლეობას ინფორმაციას მიაწოდებენ. 

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიის შენობა სხვისდება და მას ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს. მერია და გუბერნია კი მთავრობის სახლსა და კონტროლის პალატის შენობაში გადავა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა