|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შპს-ებს და ააიპ-ებს აუდიტის სამსახური ამოწმებს

ქუთაისის მერიის შპს-ებს და ააიპ-ებს აუდიტის სამსახური ამოწმებს. მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ შემოწმება ძირითადად  გეგმიურ ხასიათს ატარებს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. 

შემოწმების მიზანი ორგანიზაციების მუშაობის შესწავლაა, როგორც ჯავახია განმარტავს, მათი მიზანი ვინმეს დასჯა არაა და შემოწმება სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. 

მერიის ახლადშექმნილმა აუდიტის სამსახურმა საკრებულოს კომისიას ანგარიში წარუდგინა, რომლის თანახმად, უკვე შემოწმდა მერიის შპს „ქართული ტრადიცები“, „ქუთგანათების სერვისი“ და ამჟამად, არაგეგმიური შემოწმება ააიპ „მადლიერების სახლში“ მიმდინარეობს.  კითხვაზე, აღნიშნული ხომ არ უკავშირდება „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, ჯავახია პასუხობს, რომ შემოწმება იმ სერვისებთანაა დაკავშირებული, რასაც ორგანიზაცია სოციალურად დაუცველებს სთავაზობს.

„რადგან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ ორგანიზაციის მომსახურებით, ამიტომ შემოწმდა. ისედაც კარგი მომსახურება აქვთ სოციალურად დაუცველებს, მაგრამ მოწმდება, ხომ არ შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესება. თუ რამე რეკომენდაცია დაიდება, დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობაც კმაყოფილი დარჩება. შემოწმება კანონშესაბამისად  შეთანხმებულია ააიპთან“-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

აუდიტის სამსახურმა 19 შემთხვევაში დისციპლინარული წარმოება დაიწყო, რაც თანამშრომლების სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება.

ზვიად ჯავახიას განმარტებით, მისი სამსახურის  მიერ შესრულებული სამუშაო შიდააუდიტორული შემოწმებაა,  ანგარიშის დეტალებზე და რეკომენდაციებზე ააიპების ხელმძღვანელების ნებართვის გარეშე ვერ ისაუბრებს.

მერიაში აუდიტის სამსახური ორ თვის წინ შეიქმნა. აუდიტის სამსახური ორი განყოფილებისგან შედგება, ესაა: შიდა აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილებები. 

ჯავახიას თქმით, შემუშავდა სამსახურის  სამწლიანი შიდასტარტეგიული გეგმა.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა