|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ მონიავამ ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად აქცია მოაწყო

ქუთაისელი პოეტი და მუსიკოსი თამაზ მონიავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებს.  მან დღეს მერიის წინ საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა. მონიავას განცხადებით, არ შეიძლება ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული არსებობდეს. ის  ხელისუფლებას მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს საკუთარი  მოქალაქეების მიმართ.

თამაზ მონიავამ ერთდღიანი აქცია თბილისელი პოეტის ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად მოაწყო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტოდან გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს. მან კანცელარიის  წინ შიმშილობა დაიწყო.  მონიავა სწორედ ჩერქეზიშვილის მხარდასაჭერად გამოვიდა ქუჩაში, იქამდე კი სოციალურ ქსელში განცხადება დაწერა.

„პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილის სოლიდარობის ნიშნად, ქუთაისის მერიის წინ მეც ვაცხადებ შიმშილობას. მაინც გვკლავენ და სჯობია უკეთესობისთვის ბრძოლაში მოვკვდეთ. ვისაც სურვილი გექნებათ, მხარი დაგვიჭიროთ, გელოდებით, რათა გაუსაძლისი ყოფა შევაჩეროთ. ჩემს უკან ათასობით გაღატაკებული პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მოცეკვავე და მოქალაქეა“,-წერს მონაივა.

დღევანდელ აქციას ჯერ-ჯერობით არავინ შეერთებია, თუმცა, მონიავას განცხადებით, მისი მიზანი ხმაური და მრავალათასიანი მიტინგები არ არის, მისი მიზანია ხელისუფლებას შეახსენოს, რა ხდება ქვეყანაში.

„ქვეყანა ცნობილია მწერლებით, პოეტები, მუსიკოსებით, ზოგადად ხელოვანი ადამიანებით და არ შეიძლება ის ადამიანები გაუსაძლის პირობებში გყავდეს. ჯიპებიდან არ ჩანს გაჭირვება, ჩამოდით თქვენი ავტომობილებიდან და დაინახავთ, რა მდგომარეობაა“,-აცხადებს მონიავა.

მისი თქმით, ის უკვე შეხვდა ქალაქის მერს და მისი პროტესტის შესახებ აცნობა, რაზედაც შოთა მურღულიასგან პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თამაზ მონიავა ქუთაისის მერიის თანამშრომელია. ის კულტურულ დაწესებულებათა ააიპში მუშაობს. მას საკუთარი შემოქმედებით კარგად იცნობენ, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს ქვეყანაში მის სიმღერას „მოვიდა ბიძინე, ჭამე, სვი და იძინე“ ინტერენეტში დიდი გამოხმარება მოყვა.

თამაზ მონიავას პროტესტი გაუგებარი აღმოჩდა ააიპ კულტურულ და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის, ელისო ქაროსანიძისათვის.

"თამაზ მონიავა ააიპის თანამშრომელია, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებით. 2013 წლიდან დარახველიძის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში მუშაობს,  არის რეალიზებული, სარგებლობს თავისუფალი გრაფიკით. 

 ის არის ბოჰემური ტიპი და როგორც ხელოვანი,  ყოველთვის სარგებლობდა თვითმმართველობის მხარდაჭერით. ამიტომ მისი პროტესტი და პოზიცია ჩემთვის გაურკვეველია, თორემ ის არის ხელოვანი და აქვს უფლება, ვისაც უნდა მას გამოუცხადოს თანადგომა“, -განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა