|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურიდან გაუშვეს, რადგან ხმა "ქართულ ოცნებას" არ მისცა

ქუთაისის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი, გრაფიკოს-დიზაინერი, ცოტნე თვარაძე აცხადებს, რომ ქუთაისის მერიამ თანამდებობიდან იმის გამო გაუშვა რომ  არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას"  არ მისცა.   

მისი თქმით, მან არ შეასრულა უკანონო დავალება და ამის გამო, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.

,,მივიღე დავალება, რომ "ქართული ოცნებისთვის" რაღაც კონკრეტული საქმე გამეკეთებინა გრაფიკული დიზაინის კუთხით, რაზეც ვთქვი უარი, რადგან მერიის რესურსს არ უნდა იყენებდეს არცერთი პარტია. ამაზე ასე არაფერი არ უთქვამთ.

„უკვე არჩევნებზე როცა მივედი დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი, ასე ვთქვათ, კონვერტიდან გამოწია, იმ მიზნით, რომ თითქოს აპარატი ამ კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გამოვწევდი, თვითონ მოკიდა ხელი გამოწია და იქამდე გამოჰქონდა სანამ მარკერის კვალი არ გამოჩნდა და არ მიხვდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" არ მქონდა ხმა მიცემული. უკვე ამის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონტრაქტს აღარ მიგრძელებენ. როცა ახლა მე გამიბედეს და მომცეს პარტიული დავალება, ყოველ შემთხვევაში, სცადეს, რომ ჩემთვის პარტიული დავალება მოეცათ, წარმოიდგინეთ, მერიაში რამდენ ადამიანს ეტყოდნენ ამას, რამდენ ადამიანს დაავალებდნენ," - განაცხადა თვარაძემ.

ავტორი: