|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სასამართლო დავა წააგო

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და "ნაციონალური მოძრაობის" სასამართლო დავა პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიმდინარე წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქმე ეხებოდა კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე ბანერების უნებართვო გაკვრას. რის გამოც ზედამხედველობის სამსახურმა ორგანიზაციას ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი, სასამართლოს მიმართა.

აღნიშნულ საკითხს ბრიფინგი მიუძღვნა  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ. მან მერიის სამსახურის წარმოამდგენლები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპონენტების მისამართით არასწორი სანქციების გამოწერით არიან დაკავებულნი.

"სასამართლომ დაადასტურა, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური არაკომპეტენტურად ასრულებს  თავის მოვალეობას - ბანერების გამოფენის გამო 1 000  ლარიანი ჯარიმის მოთხოვნა სრული აფსურდი იყო. მერიის თანამშრომლები ოპონენტების მისამართით ჯარიმების გამოწერით არიან დაკავებული", –განაცხადა თევდორაძემ.

      

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი