ქუთაისის მერიისა და კაფე "სავანეს" დავაზე გადაწყვეტილება 16 ივლისს გამოცხადდება
ქუთაისის მერიასა და ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" სააპელაციო დავა დასრულდა. მხარეებმა მტკიცებულებების წარდგენა დაასრულეს. მერიის ადვოკატმა დღეს სხდომაზე ცენტრალურ არქივში არსებული გენგეგმა და იჯარის ხელშეკრულება წარმოადგინა. ირაკლი გიორგაძის მტკიცებით, ეს არის დოკუმენტი, რომლითაც კაფე "სავანეს" 1997 წლის შემდეგ საოჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებია, რაც ნიშნავს იმას, რომ მეპატრონეებს კაფე უნდა დაეშალათ და წაეღოთ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ აქამდე არ მოხდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, არაა გამორიცხული, მერიის შესაბამის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები დაისაჯონ.
"სავენს" ადვოკატის ნინო მეფარიშვილის განმარტებით, ბრალდების ხმარემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურა, რომ ბაღის ტერიტორიაზე კაფე, როგორც ნაგებობა რეალურად არსებობს.
საქმეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია განიხილვას.
შეგახსენებთ, მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, სადაც კაფეა განთავსებული, მერიის ბალანსზეა და ის ვინმეს კერძო საკუთრება ვერ იქნება.
"პროვოკაციების გამო იძულებული გავხდით, კაფე დაგვეკეტა"
"კაფეს გვართმევენ" - აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს"-მერიაში კაფეს მფლობელების ბრალდებებს პასუხობენ
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















