"ბიზნესმებენი საჩუქრებს კეთილი ნებით აკეთებენ"- ნიკა ლატარია
გერმანიაში მოღვაწე ბიზნესმენმა ლაშა ამყოლაძემ ქუთაისს საჩუქრად დაახლოებით 2 ტონამდე (1924 კგ) რბილი სათამაშოები გადასცა, რომლის ღირებულება 2005 ლარს შეადგენს.
ქალაქის საკრებულომ მერიას თანხმობა განუცხადა, აღნიშნული სათამაშოების ააიპი "ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის" განუსაზღვრელი ვადით გადაცემას.
საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიზნესმენები საჩუქრებს კეთილი ნებით აკეთებენ. ნიკა ლატარიამ მერიისათვის კერძო ფირმების მიერ საჩუქრად გადაცემული ავტომობილის თემაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამას ბიზნესმენები თავიანთი ნებით აკეთებენ და არა ისე, როგორც "ნაციონალების" დროს ავტომატით და ძალდატანებით ხდებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ავტომობილის თემით მედიის დაინტერესებასაც შეეხო და აღნიშნული შეკვეთას დაუკავშირა.
ლატარიას თქმით, ბიზნესმენი, რომელმაც ქალაქს რბილი სათამაშოები აჩუქა, ქალაქის მერის მეგობარია.
„ეს ავტომობილი ერთ-ერთმა კომპანიამ მერიას აჩუქა“ - ნიკა ლატარია
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















